პროექტი- Recycle
პროექტის დასახელება: Recycle
პროექტის აქტუალობა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
უკეთ გააცნობიერებენ მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებს. ლოკალურ გარემოში
მოახდენენ გარემოზე დაკვირვებას. გამოავლენენ მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებს
და გააცნობენ ერთმანეთს. გამოავლენენ სტატისტიკურ მონაცემებს,იმის თაობაზე,თუ რომელ
ქვეყნებში იკვეთება უფრო მწვავედ ეკოლოგიური საფრთხეები. მიღებული სტატისტიკის
საფუძველზე,მოსწავლეები დასახავენ არსებული პრობლემების გადაჭრის
გზებს. მოსწავლეები შეასრულებენ მიზნის შესაბამის სამუშაოებს და იზრუნებენ გარემოზე.
თანატოლებსა და უფროსებსაც მოუწოდებენ ამ სასიკეთო საქმისკენ. ამ მიზნით, მოსწავლეები
შექმნიან საინფორმაციო ვიდეორგოლებს, პოსტერებს, ბუკლეტებს, რომლის შესაქმნელად
იმუშავებენ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში.პროექტის ფარგლებში შესაძლებელია
შეიქმნას მუსიკალური კლიპი, რომელოიც იქნება გზავნილი სამყაროში, რათა ყველამ ერთად
გადავარჩინოთ დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი უამრავი სახეობის ნაგავი გროვდება დედამიწის ზურგზე , რომელიც დიდ ზიანს
აყენებს მთელს დედამიწას. ნაგვის პრობლემა საქართველოში მაღალ დონეზე დგას. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ბუნების დაბინძურებით არ შემოიფარგლება. ეს პრობლემა ბევრად უფრო ღრმად მიდის და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის გამოსწორებას, თუმცა საჭიროა პატარა ნაბიჯების გადადგმა რომ დიდს მივუახლოვდეთ. ყველანაირი შემცირებით ნაგავი მაინც რჩება. და რათა ისინი ასცდნენ ნაგავსაყრელს, საჭიროა მათი გადამუშავება.ევროპაში გადაამუშავებენ თითქმის ყველა სახის ნაგავს... საქართველოში საქმე ამ მხრივ ცოტა რთულადაა...
პროექტი აქტუალურია იმით, რომ გაამდიდრებს მოსწავლეების ინფორმაციულ ცოდნას, ამ საკითხის კვლევა და ღრმად შესწავლა დაეხმარება მათ გაიაზრონ,თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე და გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ მოუარონ დედამიწას.
პროექტი აქტუალურია იმით, რომ გაამდიდრებს მოსწავლეების ინფორმაციულ ცოდნას, ამ საკითხის კვლევა და ღრმად შესწავლა დაეხმარება მათ გაიაზრონ,თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე და გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ მოუარონ დედამიწას.
მოსწავლეთა
ასაკი:
12 წელი, VII კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა:4 კვირა
პროექტის რესურსები: კომპოუტერი, ინტერნეტი, რვეული, საწერი კალამი,
ვიდეო კამერა, ფორმატები, ფურცლები, ფერადი ფანქრები.
პროექტის
მიზანი: მიზანი: უცხ.ს.VII.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში
პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეების ჩართვა გარემოს დაცვისთვის
საჭრო პრევენციულ სამუშაოებში; მოსწავლეს განუვითარდეს გარემოზე დაკვირვებისა
და მისი გაფრთხილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები; გამოუმუშავდეს კვლევითი, ანალიტიკური,შემოქმედებითი,
საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი უნარ- ჩვევები; შეისწავლოს სხვადასხვა კომპიუტერულ
პროგრამებში მუშაობა და განიმტკიცოს ისტ-ის უნარები. პროექტის მონაწილე ბავშვების
მიერ, შეიქმნას საინფორმაციო ხასიათის პოსტერი და ბუკლეტები, რომლებსაც
გაავრცელებენ თანატოლებში, გარემოს გაფრთხილებისაკენ მოწოდების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს
ექნებათ იმის განცდა, რომ დედამიწა მათი საერთო სახლია. მათი მონაწილეობით, გატარდება
პრევენციული ზომები, ეკოლოგიური კატასტროფის რისკების შესამცირებლად. ამ ბავშვების
სახით, მომავალში გვეყოლებიან გარემოსდამცველი მოქალაქეები, რომლებიც სხვებისთვისაც
მაგალითის მიმცემნი იქნებიან. მათ განვითარებული ექნებათ მაღალი სკომუნიკაციო,
სოციალური და გუნდური მუშაობის უნარები, რომელიც ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ სოციუმთან
ადაპტაციისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ამაღლდება ინფორმაციულობის დონე, გაიაზრონ თუ რა
შეიძლება დაემართოს დედამიწას იმ შემთხვევაში თუ ნაგავს არ გადავამუშავებთ.
შექმნიან პროდუქტს: ვიდეო მასალა; ბუკლეტები; ჩანაწერები; პლაკატები;
პროექტის
სრული აღწერა: მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას ნაგვის გადამუშავებასთან დაკავშირებით, რა აქვს დადებითი და
რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს მსოფლიოზე.. რამდენად ფლობენ ინფორმაციას სკოლის
მოსწავლეები და გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს. რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება,
რა პრევენციები არსებობს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და რა ღონისძიების
გატარებაა საჭირო ამ მხრივ. შეისწავლიან მის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და
დაასაბუთებენ ამ პრობლემის აღმოფხვრაში საზოგადოების თითოეული წევრის
როლს. მოსწავლეები გაინაწილებენ დავალებებს (ინტერვიუს
აღება, დისკუსიის მოწყობა,ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პლაკატების
დამზადება, ბუკლეტების გაკეთება და ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში).
სამუშაოს დასრულების
შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
1. აქტივობა:
22.03.2019 მასწავლებლის
მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.ერთობლივად ავირჩიეთ პროექტი
თემა Recycle.
წინასწარ განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და
მისაღწევი შედეგები. დავგეგმეთ აქტივობები, რომლებიც
შედეგზე გაგვიყვანდა . გადაინაწილეს ფუნქციები და გაიწერა ვადები.
2.
აქტივობა: 27.03. მოსწავლეები შევკრიბეთ და გონებრივი იერიშის მეთოდით
გავიგეთ თუ რა იციან ნაგვის გადამუშავების შესახებ.
3. აქტივობა: 02.04. შევხვდით მოსწავლეებს, კლასი გავყავი 4 ნაწილად.
პატარა ფურცელზე დავწერეთ აქტივობები,ჩავყარეთ ყუთში და პრეზენტატორებს უნდა ამოეღოთ
ყუთიდან აქტივობები.ასე გადაინაწილეს დავალებები.
4.
აქტივობა: 09.04. მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაციები. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა
სხვადასხვა საკითხები ნაგვის გადამუშავებასთან დაკავშირებით, ასევე ვიდეოები YouTube-დან.
5. აქტივობა: 15.04. მოსწავლეებმა
დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ
ბრძოლასთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე აიღეს
ინტერვიუ მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან. დისკუსია მოაწყეს საკლასო ოთახში.
6. აქტივობა:
19.04. მოსწავლეებმა ამავე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ნაგვის
გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები,თუ როგორ ზიან აყენებს გადაუმუშავებელი
ნაგავი დედამიწას და მისცეს რჩევები მის
წინააღმდეგ საბრძოლველად.
7. აქტივობა: 22.04. მოსწავლეებმა წარმოადგინეს
პრეზენტაცია. მოსწავლეები შევაფასეთ წინასწარ მომზადებული შეფასების
რუბრიკის საფუძველზე.
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მსვლელობისას, რამდენიმე ეტაპზე, საჭიროა მასწავლებლის
მხრიდან განხორციელდეს მონიტორინგი, კერძოდ:
პირველი მონიტორინგი - ხორციელდება დავალებების მიცემის შემდეგ და მასწავლებელი
აძლევს რეკომენდაციებს, დროის მიხედვით პროექტის დაწყებიდან მე-5 - მე-6ღე;
მონიტორინგის მეორე ეტაპი- ვიდეო რგოლის დასრულების შემდგომ. დროის მიხედვით
პროექტზე მუშაობის მე-10 - მე-11დღე;
მონიტორინგის მესამე -
ბოლო ეტაპი: ინტერვიუს აღების,
პლაკატების მომზადების და ბუკლეტების გაკეტების შემდგომ. პროექტზე მუშაობის მე-15
- მე-17დღე;
29-30 დღეს მოსწავლეები მუშაობენ პროექტის ვიზუალურ
გაფორმებაზე და წარდგენაზე.
შეფასება:
|
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
|
აყალიბებს
პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
|
|
|
|
|
განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს
|
|
|
|
|
უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
|
|
|
|
|
განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
|
|
|
|
|
მოიძიებს,
შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
შეარჩევს
პროექტის წარდგენის ფორმას;
|
|
|
|
რეფლექსია ჩატარებულ პროექტზე
მასწავლებელი: ნინო
ელიზბარაშვილი
საგანი: ინგლისური
ენა
პროექტის თემა : Recycle
მიზანი/ შედეგი: უცხ.ს.VII.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში
კლასი: VII
ჩატარების ადგილი:
სსიპ - ქალაქ თბილისის N 137 საჯარო სკოლა
ჩატარების თარიღი:
22.04.2019.
ჩატარებული იყო პროექტი,
რომელოს პრეზენტაციასაც ესწრებოდა შიდა შეფასების ჯგუფი. როგორც ვვარაუდობდი პროექტმა
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს სასარგებლოა და მომავალში მოსწავლეთა სწავლა
-სწავლების პროცესზე იმოქმედებს.
პროექტი სასარგებლო
იყო პროექტზე დამსწრე კოლეგებისთვის. ეს გამოიხატა პროექტზე შემდგომ მათი შეფასებებით.
ეს კიდევ უფრო გაზრდის კათედრის წევრთა შორის თანამშრომლობას.
მიზანი მიღწეულ იქნა,
რადგანაც მოსწავლეებმა მთლიანობაში წარმატებით გაართვეს თავი იმ აქტივობებს რომლებიც მათ
ქონდათ დავალებული.
ვფიქრობ კარგი პედაგოგიური
პრაქტიკა მივიღე, რაც წაადგება ჩემს პროფესიულ განვითარებას. შემდგომი პროექტი უფრო დახვეწილი და სასარგებლო იქნება,გავითვალისწინებ გამოვლენილ ხარვეზებს. რაც
შეეხება ჩემს კოლეგებს პროექტი მათთვისაც სასარგებლო იქნება, რადგან მათ უკვე დაინახეს
მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და როდესაც თავად დაგეგმავენ მსგავსი ტიპის პროექტს
, გაითვალისწინებენ ჩემს გამოცდილებას.
ჩატარებული პროექტი
ხელს შეუწყობს სკოლაში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. იგი წარიმართა გეგმის
შესაბამისად და გეგმით გათვალისწინებული ყველა
აქტივობა განხორციელდა, თუმცა ზოგიერთი აქტივობისათვის გათვალისწინებული დროები
კარგად არ იყო გათვლილი. ვთვლი რომ პროექტის წარმატებულ მხარედ უნდა მივიჩნიო სწორად
შერჩეული თემა და კლასის დონისათვის დასაძლევი მასალა.
რეფლექსიის მომზადების
თარიღი: 25.04.2019.
ნ.
ელიზბარაშვილი
Комментарии
Отправить комментарий