სამოდელო გაკვეთილი,2 კლასი


სამოდელო გაკვეთილის გეგმა 



მასწავლებელი: ნინო ელიზბარაშვილი

ჩატარების ადგილი და თარიღი: სსიპ თბილისის 137 საჯარო სკოლა,4 თებერვალი, 2019 წელი.

სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი / მე-2 კლასი

მოსწავლეთა პროფილი: 20 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არა.

თემა: მარტივი მათემატიკური მოქმედებები ინგლისური ენის გამოყენებით

მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ ინგლისური ტერმინების გამოყენებით  მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა . . დაუკავშირონ მათემატიკისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე მიღებული უნარ-ჩვევები ერთმანეთს.

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული საგნები: ინგლისური ენა და მათემატიკა

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

უცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და  ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა; 

უცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.

წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

უცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით  სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მოსწავლემ იცის ინგლისურად თვლა ოცის ფარგლებში, ასევე შეუძლია მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულება, როგორიცაა მიმატება და გამოკლება.

სასწავლო მასალა და რესურსები: ფლეშქარდები, დაფა და ცარცი

შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება (შეფასების რუბრიკით იხ.ქვ.)







აქტივობა  1
განვლილი მასალის გახსენება
რესურსები
ფლეშკარდები, დაფა და ცარცი
დრო
 5წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მოსწავლეთა მოტივაციისათვის და კარგი განწყობის შესაქმნელად გაკვეთილს ვიწყებთ სახალისო ლექსით ( INTY, MINTY, MENTY, PLENTY). შემდეგ მათ ვეუბნები გაკვეთილის თემას,  მიზანს, ვინაიდან მოსწავლეებისათვის ინტეგრირებული გაკვეთილი ახალი მეთოდია, დეტალურად ვუხსნი იმას, რომ ისინი შეფასდებიან ორივე საგანში და გავაცნობ შეფასების სქემასაც.
კითხვა -პასუხისა და ფლეშკარდების საშუალებით დავადგენ მოსწავლეების წინარე ცოდნას.

აქტივობა 2
წინარე ცოდნის დადგენა
რესურსები
ფლეშკარდები, დაფა, ცარცი.
დრო
10 წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
დაფის ერთ ნაწილში გამოვფენ ფლეშკარდებს, რომლებზეც დაწერილია რიცხვები ოცის ფარგლებში ინგლისური ასოებით, ხოლო მეორე ნახევარში კი გამოვფენ ფლეშკარდებს, რომლებზეც დაწერილია რიცხვები ოცის ფარგლებში მათემატიკურად. შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს შეაერთონ სიტყვები შესაბამის რიცხვებთან. (გამოვიყენებ .. „ მეჩინგისმეთოდს). შემდეგ გავამეორებინებ მოსწავლეებს მიღებულ წყვილებს.
აქტივობა 3
შეკრება-გამოკლების მოქმედებების განხორციელება ინგლისური ენის გამოყენებით.
რესურსები
 ცარცი, დაფა, კალამი, რვეული
დრო
15  წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
დაფაზე ვწერ  სიტყვებს: plus, minus და equals. გვერდით ვუწერ მათ მნიშვნელობას, შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს დაფაზე დაწერონ მარტივი არითმეტიკული მაგალითი მიმატება- გამოკლების მოქმედებით. ერთ-ერთი მოხალისე მოსწავლე დაფაზე დაწერს მაგალითს და მე ინგლისურად წავიკითხავ მას და გავამეორებინებ მთელ კლასს. მერე ვთხოვ სხვა მოხალისეს, რომ დაწეროს სხვა მაგალითი, რომელსაც ასევე წავუკითხავ და გავამეორებინებ და .. რამოდენიმე მაგალითის ჩამოწერის შემდეგ გამოვიძახებ მოსწავლეებს და სათითაოდ წავაკითხებ ამ მაგალითებს.
აქტივობა  4
ახალი მასალის განმტკიცება
რესურსები
 დაფა , ცარცი, რვეული, კალამი
დრო 7 წთ  /მუშაობის ფორმა-  წყვილებში მუშაობა.  შეფასება - განმავითარებელი
მსვლელობა
     ვთხოვ მოსწავლეებს წყვილებში  მოიფიქრონ ორი მაგალითი მიმატებაზე და ორიც გამოკლებაზე. ვაძლევ ამისათვის 5 წუთს. დროის ამოწურვის შემდეგ ვთხოვ წაიკითხონ შესრულებული დავალება ინგლისური ენის გამოყენებით.




აქტივობა 5
გაკვეთილის შეჯამება
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი.
დრო
3 წთ
მუშაობის ფორმა
მთელი კლასი
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
    გაკვეთილის შესაჯამებლად, ვთხოვ გადაიწერონ დაფაზე დაწერილი მოქმედებები და ჩაწერონ ისინი ინგლისური ასოებისა და სიტყვების გამოყენებით.







შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმი
დაბალი
საშუალოზე დაბალი
საშუალო
საშუალოზე მაღალი
მაღალი
ზეპირად კითხულობს ლექსს





მონაწილეობას იღებს მარტივ კითხვა-პასუხში





ადგენს მარტივ ტექსტებს ინგლისურ ენაზე ნიმუშის მიხედვით





ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს,





ასაბუთებს მოქმედების შედეგს









სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

მასწავლებელი: ნინო ელიზბარაშვილი

ჩატარების ადგილი და თარიღი: სსიპ თბილისის 137 საჯარო სკოლა, 4 თებერვალი,2019 წელი.

სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი / მე-2 კლასი

მოსწავლეთა პროფილი: 20 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არა.

თემა: მარტივი მათემატიკური მოქმედებები ინგლისური ენის გამოყენებით

მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ ინგლისური ტერმინების გამოყენებით  მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა . . დაუკავშირონ მათემატიკისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე მიღებული უნარ-ჩვევები ერთმანეთს.

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული საგნები: ინგლისური ენა და მათემატიკა

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

უცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და  ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა;

უცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.

წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

უცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით  სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

2019 წლის 4 თებერვალს მეორე კლასში ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: მარტივი მათემატიკური მოქმედებები ინგლისური ენის გამოყენებით.ინტეგრირება მოხდა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.

ვინაიდან მოსწავლეები არ იცნობდნენ ასეთი ტიპის გაკვეთილს,

თავისთავად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ის და დიდი

ენთუზიაზმით ჩართულები იყვნენ მთელი გაკვეთილის მანძილზე.

გაკვეთილი მიმდინარეობდა თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში,

მოსწავლეები სიხარულით იგონებდნენ მათემატიკურ მაგალითებს და

იგივე სიხარულით თარგმნიდნენ მათ ინგლისურად.

სასწავლო რესურსი შევარჩიე ისე, რომ მოსწავლეთათვის ყოფილიყო

საინტერესო და ამავდროულად გასართობიც, რამაც მართლაც ძალიან

დააინტერესა ისინი.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და

ასევე შეფასების რუბრიკა. მსვლელობის დროს ვცდილობდი ყოველი

მოსწავლე შემეფასებინა  პასუხის გაცემისთანავე, გაკვეთილზე

ყურადებას ვაქცევდი ხმის ტემბრს და ინტონაციას, უყურადღებოდ არ

ვტოვებდი დაშვებულ შეცდომებს.

შერჩეული აქტივობები ძალიან დამეხმარა დასახული  მიზნის

მიღწევაში, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ თემა იყო ძალიან

საინტერესო და ამავდროულად სახალისოც., თუმცა მომავალი

გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად გამოვიყენებ ჯგუფურ

მუშაობასაც, რასაც ვფიქრობ, ჩემი პატარები წარმატებით გაართმევენ

თავს.

                                                                       ნ. ელიზბარაშვილი

                                                                         08.02.2019


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გაკვეთილი გეგმა,ინგლისური ენა, 3 კლასი

პროექტი- ბულინგი