გაკვეთილი გეგმა,ინგლისური ენა, 3 კლასი


                                                           გაკვეთილის გეგმა
საგანი
ინგლისური
მასწავლებელი
ნო ელიზბარაშვილი
კლასი
III
მოსწ. რაოდენობა
20
30 მოსწავლე/ სსსმ მოსწავლე არ არის
თემა
A Special Pet
მიზანი/შედეგი
უცხ.დ.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება hava /has got- ის გამოყენებით.
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა have/has got-ის გამოყენებით
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება have/has got-ის გამოყენებით.
მიზნის/შედეგის მიღწევის კრიტერიუმები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს ამოიცნონასწავლ სიტყვებ, გამოთქმებ, გაშიფრავს და წაიკითხავს მცირე ზომის ტექსტს,განახორციელებს მარტივ წერით კომუნიკაციას.
საწყისი ცოდნა ან უნარი
Uncle Phil’s pet shop

აქტივობა  1
განვლილი მასალის გახსენება
რესურსები
 დაფა, ფლეშკარტები,მაგნიტები.
დრო
 5წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი გაკვეთილის დასწაყისში  კითხულობს სიას,აცხადებს გაკვეთილის თემას, გეგმას, მიზანს, შეფასების სქემას.
კითხვა პასუხის საშუალებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლეების წინარე ცოდნას. სვამს შემდეგ კითხვებს: Do you remember Uncle Phil’s pet shop? What animals has he got? მოსწავლეები იხსენებენ და სახელებენ ცხოველებს. მასწავლებელი შესაბამის პოსტერებს აკრავს დაფაზე.მოსწავლეები კიდევ ერთხელ ასახელებენ დაფაზე გაკრულ ცხოველებს.

აქტივობა 2
მოუსმინე და მიუთითე
რესურსები
სახელმძღვანელო, მასწავლებლის მიერ მომზადებული ფლეშკარტები, ფანქარი, კომპიუტერი.
დრო
15 წთ
მუშაობის ფორმა
4-5 კაციანი ჯგუფები
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად,ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა იმის მიხედვით განისაზღვროს , რომ სულ 4 ჯგუფზე მეტი არ გამოვიდეს. მოსწავლეები ირჩევენ პრეზენტატორს. ჯგუფებად დაკომპლექტება შესაძლებელია მოსწავლეთა სურვილით განხორციელდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს , რომ ჯგუფები შედგებოდეს სხვადასხვა ცოდნისა და უნარების მქონე მოსწავლეებისაგან.მასწავლებელი დაფაზე გაკრულ პოსტერებს გაყობს 4 ნაწილად და ჯგუფებს დაურიგებს .აძლევს დავალებას . მოსწავლეებმა უნდა მოისმინონ ტექსტი და პოსტერებზე აღნიშნონ ის ცხოველი რომელსაც მოისმენენ , რის შემდეგაც გადაშლიან წიგნს გვ.17 და მასწავლებელთან ერთად შეამოწმებენ პასუხებს,მიუთითებენ იმ ცხოველებზე რომელიც მოისმინეს.

აქტივობა 3
Running dictation
რესურსები
სახელმძღვანელო, ფლეშკარტები, კალამი რვეული
დრო
20 წთ
მუშაობის ფორმა
4-5 კაციანი ჯგუფები
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ფურცლები სადაც წერია სიმღერის ტექსტი( თითო ფურცელზე თითო ხაზი). მასწავლებელი ამ ფურცლებს გააკრავს კედელზე არეულად.  განუსაზღვრავს დროს სამუშაოს შესასრულებლად და აძლევს მკაფიო და ზუსტ ინსტრუქციას თუ რისი გაკეთება ევალებათ მოსწავლეებს..მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას ჯგუფებში და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას რათა მოსწავლემ შეძლოს დავალების შესრულება. პრეზენტატორები მიირბენენ ფურცლებთან, წაიკითხავენ სიტყვებს (წინადადებას), დაბრუბდებიან ჯგუფებში და უკარნახებენ სხვა ჯგუფის წევრებს.დროის ამოწურვის შემდეგ  მასწავლებელი თვითონ შეამოწმებს ჩანაწერებს და თითოეულ ჯგუფს მისცემს უკუკავშირს.
აქტივობა  4
გაკვეთილის შეჯამება
რესურსები
ფლეშკარტები, ცარცი.რვეული კალამი, დაფა.
დრო -5 წთ  /მუშაობის ფორმა- ჯგუფური / შეფასება- განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი აიღებს პოსტერებს ცხოველების სახელებით, საიდანაც აარჩევს სხვადასხვა ცხოველებს.მოსწავლეებმა კითვის დასმით (have you got a...) უნდა გამოიცნონ რომელი ცხოველი უჭირავს მასწავლებელს.თუ მოსწავლეს გაუჭირდა კითხვის დასმა მასწავლებელი დაფაზე დაწერს -have you got a... ასე გაიმეორებს რამდენჯერმე სხვადასხვა ცხოველით.ბოლოს მასწავლებელი მისცემს საშინაო დავალებას:SB. p. 16 კითხვით და თარგმნით.WB. p. 14-15.








                              

                                         შეფასების კრიტერიუმები



 მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება hava /has got- ის გამოყენებით.
მაღალი
საშუალო
დაბალი
 მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა have/has got-ის გამოყენებით
მაღალი
საშუალო
დაბალი
 მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება have/has got-ის გამოყენებით.
მაღალი
საშუალო
დაბალი







Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი- ბულინგი

სამოდელო გაკვეთილი,2 კლასი