პროექტი- ბულინგი
პროექტის დასახელება: ბულინგი
პროექტის
აქტუალობა: დღეისათვის
არამარტო საქართველოში არამედ სხვა ქვეყნებში ბულინგი დიდ პრობლემას წარმოადგენს.
დღევანდელი ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ბავშვებზე ძალადობის თემაზე და
ხშირ შემთხვევაში საკითხს მხოლოდ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ჭრილში
განიხილავს, მაშინ როცა არანაკლებ აქტუალურია მოზარდებს შორის არსებული
დაპირისპირება . მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ფლობს ინფორმაციას ბულინგის შესახებ. მათ
არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული
ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენს გარშემო ხშირია ჩაგვრის
ფაქტები, რომელიც ითხოვს ყურადღებას, საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის
აღმოსაფხვრელად. უსაფრთხო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,
დღესდღეობით ჯერ კიდევ ხშირია ბულინგის შემთხვევები და აღნიშნული პროექტით
შესაძლებელი გახდება თუნდაც ერთი შემთხვევის თავიდან აცილება.
მოსწავლეთა
ასაკი:
14-15 წელი/IX კლასი
პროექტის ხანგრძლივობა:4 კვირა
პროექტის რესურსები: კომპოუტერი, ინტერნეტი, რვეული, საწერი კალამი,
ვიდეო კამერა, ფორმატები, ფურცლები, ფერადი ფანქრები.
პროექტის მიზანი: უცხ.ს.IV.24.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ.,
ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის
კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
მასწავლებელთან ერთად აყალიბებს
პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
გუნდის წევრებთან ერთად
განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ
შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
გუნდის წევრებთან ერთად
განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
გუნდის წევრებთან ერთად
მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
შეარჩევს პროექტის წარდგენის
ფორმას;
განახორციელებს პროექტს;
სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების,
შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
გუნდის წევრებთან ერთად
შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე. პროექტის
მიმდინარეობის გარკვეულ საფეხურზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელდება აუცილებელი
მონიტორინგი,შევსებულ იქნება ჩანაწერების დღიური გეგმის მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება ინფორმაციულობის დონე, მოსწავლეებს შეეძლებათ თავი დაიცვან
ძალადობისგან და თავადაც არ იქცნენ მოძალადეებად და დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს
საკუთარი უფლებების დაცვაში, შექმნიან პროდუქტს: ვიდეო მასალა; ბუკლეტები; ჩანაწერები; პლაკატები;
პროექტის
სრული აღწერა: მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას ბულინგზე და მის თვისებებზე. თუ რა უარყოფით ზეგავლენას
ახდენს ბავშვებზე ბულინგი ( ფსიქოლოგიური, ფიზიკური, კიბერბულინგი). რამდენად
ფლობენ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეები და გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს. რას
ფიქრობს ამაზე საზოგადოება, რა პრევენციები არსებობს ამ პრობლემის თავიდან
ასაცილებლად და რა ღონისძიების გატარებაა საჭირო ამ მხრივ. შეისწავლიან ბულინგის
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და დაასაბუთებენ ამ პრობლემის აღმოფხვრაში
საზოგადოების თითოეული წევრის როლს. მოსწავლეები გაინაწილებენ
დავალებებს (ინტერვიუს აღება, ვიდეო ფილმის მომზადება,ინფორმაციის
მოძიება ინტერნეტში, პლაკატების დამზადება, ბუკლეტების გაკეთება და ინფორმაციის
გავრცელება საზოგადოებაში).
სამუშაოს დასრულების
შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
პროექტის
მსველობა (ძირითადი აქტივობები):
1. აქტივობა:
17.12. შევხვდით მოსწავლეებს (კლასი) და
ვისაუბრეთ სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ერთობლივად ავირჩიეთ პროექტი
თემა ,,ბულინგი. წინასწარ განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და
მისაღწევი შედეგები. დავგეგმეთ აქტივობები, რომლებიც
შედეგზე გაგვიყვანდა . გადაინაწილეს ფუნქციები და გაიწერა ვადები.
2.
აქტივობა: 24.12. მოსწავლეები შევკრიბეთ და გონებრივი იერიშის
მეთოდით გავიგეთ თუ რა იციან ,,ბულინგის“ შესახებ.
3. აქტივობა:26.12.
შევხვდით მოსწავლეებს, კლასი გავყავი 4
ნაწილად. პატარა ფურცელზე დავწერეთ აქტივობები,ჩავყარეთ ყუთში და პრეზენტატორებს
უნდა ამოეღოთ ყუთიდან აქტივობები.ასე გადაინაწილეს დავალებები.
4.
აქტივობა: 21.01. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ
მოძიებული ინფორმაციები. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა სხვადასხვა საკითხები
ბულინგზე, ასევე ვიდეოები YouTube-დან და მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
5. აქტივობა:
23.01. მოსწავლეებმა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან
დაკავშირებით წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე აიღეს ინტერვიუ
მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან. გადაიღეს ვიდეო ფილმი სკოლაში
ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
6. აქტივობა:28.01. მოსწავლეებმა ამავე სკოლის მოსწავლეებს
გააცნეს ბულინგის რაობა, მოსალოდნელი შედეგები და მისცეს რჩევები ბულინგის
წინააღმდეგ საბრძოლველად.
7. აქტივობა: 30.01.მოსწავლეებმა წარმოადგინეს
პრეზენტაცია. მოსწავლეები შევაფასეთ წინასწარ მომზადებული შეფასების
რუბრიკის საფუძველზე.
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მსვლელობისას, რამდენიმე ეტაპზე, საჭიროა მასწავლებლის
მხრიდან განხორციელდეს მონიტორინგი, კერძოდ:
პირველი
მონიტორინგი - ხორციელდება
დავალებების მიცემის შემდეგ და მასწავლებელი აძლევს რეკომენდაციებს, დროის მიხედვით
პროექტის დაწყებიდან მე-5 - მე-6ღე;
მონიტორინგის
მეორე ეტაპი- ვიდეო რგოლის დასრულების
შემდგომ. დროის მიხედვით პროექტზე მუშაობის მე-10 - მე-11დღე;
მონიტორინგის
მესამე - ბოლო ეტაპი: ინტერვიუს
აღების, პლაკატების მომზადების და ბუკლეტების გაკეტების შემდგომ. პროექტზე მუშაობის
მე-15 - მე-17დღე;
29-30 დღეს მოსწავლეები მუშაობენ პროექტის ვიზუალურ
გაფორმებაზე და წარდგენაზე.
შეფასება:
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
აყალიბებს პროექტის წარმატებით
განხორცილების კრიტერიუმებს;
|
|
|
|
განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს
|
|
|
|
უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
|
|
|
|
განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
|
|
|
|
მოიძიებს, შეარჩევს და
დაამუშავებს ინფორმაციას;
შეარჩევს პროექტის წარდგენის
ფორმას;
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий