სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი: ინგლისური
ენა
მასწავლებელი: ნინო
ელიზბარაშვილი
ჩატარების ადგილი და თარიღი: სსსპ 137 საჯარო სკოლა, 18 აპრილი, 2019 წელი.
სწავლების საფეხური /კლასი: 3
მოსწავლეთა პროფილი: 20 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არა. საშუალო მოსწრების
თემა:The Building
Blocks Jeopardy
მიზანი:
Iუცხ.დაწყ.(I).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).6.
მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება.
სასწავლო მიზნები, მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლემ შეძლოს: ამოიცნოს ყველა მთავრულ და შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებს და ნაცნობი სიტყვებისგან შემდგარ მოკლე წინადადებებს; , იგებს ზოგად შინაარსს;
მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას პრაგმატულ ტექსტებში; ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (რა/ვინ, როგორი, რამდენი). ამოიცნობს სასაუბრო თემას;
ამოიცნობს პერსონაჟებს, მათ ემოციებსა და რეპლიკებს;
ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას .
წინარე ცოდნა და უნარები: წელიწადის თვეები, სხეულის
ნაწილები, საგნები, ცხოველები, ავეჯი.
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი-მასწავლებლის კომენტარი, დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება.
სასწავლო რესურსები: ინსტრუქციები კითხვებით და ცხრილით - დაბეჭდილი თაბახის ფურცლებზე, საწერი კალმები,
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 - გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა
დრო - 5 წუთი
მეთოდი - მინილექცია
მუშაობის ფორმა-საერთო საკლასო
მინილექციის საშუალებით განვსაზღვრავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ შეფასების ინსტრუმენტებს და ინსტრუქციას. წინ გველოდება საინტერესო და სახალისო აქტივობები- დაამუშავებთ ინფორმაციას სახელმძღანელოში,. ამისთვის იმუშავებთ ჯგუფებში, გამოვიყენებთ თქვენთვის უცნობ აქტივობას ,,სასწავლო გაჩერებები“, ყველა გაჩერებას აქვს ტრაფარეტი წარწერით, სადაც თითოეულ ჯგუფს დაგხვდებათ სასწავლო რესურსები, თქვენ უნდა იმუშაოთ ინსტრუქციების მიხედვით, შესრულებული დავალება უნდა გამოაკრათ მითითებულ ადგილზე შებრუნებული, რადგან წარმოდგენამდე არ უნდა ჩანდეს ნამუშევარი (მივუთითებ დავალების განთავსების ადგილს). თითოეულ გაჩერებაზე მუშაობთ 7 წუთი. ჯგუფებად უკვე დაყოფილი ხართ, I ჯგუფი დაიწყებს პირველი გაჩერებით, II ჯგუფი-მეორე გაჩერებით, III ჯგუფი მესამე გაჩერებით, IV ჯგუფი-მეოთხე გაჩერებით, და V ჯგუფი V გაჩერებით. გადაინაცვლებთ სასწავლო გაჩერებებზე საათის ისრის მიმართულებით, სამუშაო პროცესი დამთავრდება მაშინ, როცა ყველა ჯგუფი გაივლის ყველა გაჩერებას. თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით მუშაობის პროცესში ან რამე იქნება გაუგებარი, შეგიძლიათ მანიშნოთ ,,ცერები მაღლა-დაბლა“ საშუალებით და დაგეხმარებით.
აქტივობა 2 - ახალი ცოდნის კონსტრუირება
დრო-28 წუთი
მეთოდი - სასწავლო გაჩერებები
მუშაობის ფორმა - ჯგუფური
ყოველ გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ კონვერტი
შესაბამისი კითხვებით:
გაჩერება 1 – Stories
1.
Who is pixy?
2.
What is Ms.
Springfield’s favourite colour?
3.
What can Harold the
Hippo do?
4.
The house is
freezing. What can you do?
5.
Super Suzy is in the
jungle. What is she doing?
გაჩერება 2 - The Calendar
1. What’s the weather
like in August?
2. It is picnic time.
What day is it?
3. It is time to
decorate Christmas tree. What month is it?
4. It is snowing.
Everything is white. What season is it?
5. It is evening.
Super Suzy is very tired. What is the time?
გაჩერება 3 - The House
1.
There is a cooker, a fridge and a dishwasher in the
room. What room is it?
2.
It is in the bathroom. You wash your clothes in it. What
is it?
3.
It is on the bedroom. You put your clothes in it. What
is it?
4.
There is a sofa, an armchair and a fireplace in the
room. you can watch TV there. What room is it?
5.
It has got four legs. You can sit on it. What is it?
გაჩერება 4 – The Animal World
1. What colour is a
polar bear?
2. Where does a camel
live?
3. What can a parrot
do?
4. It is big. It has
got four legs. It likes honey. Which animal is it?
5. Complete the
sentences: A monkey is …..
A
monkey likes …..
A
monkey can …..
გაჩერება 5- The School
1.
Where is the blackboard in the classroom?
2.
You can open it. You can close it. You can read it. What
is it?
3.
What numbers are missing? 10, 20. 30, …… ……. 60. 70. …….
90, ………..
4.
How many minutes are there in an hour?
5.
How many hours are there in a day?
აქტივობა 3 - ინფორმაციის შეჯამება, სწავლის პროცესის შეფასება–თვითშეფასება
დრო-12 წთ
მეთოდი -პრეზენტაცია, მოსწავლის შეფასების რუბრიკა, თვითშეფასება
მუშაობის ფორმა- ჯგუფური
ჯგუფის შერჩეული მოსწავლეები შემოატრიალებენ ნაშრომებს და შეაჯამებენ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას-თითო გაჩერებას: I გაჩერება-I ჯგუფი, II გაჩერება
მოსწავლის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
მონაწილეობას იღებს მარტივ კითხვა
- პასუხში
|
|||||
საუბრობს
ნაცნობ თემაზე
|
|||||
იგებს
და აანალიზებს წაკითხულ ტექსტს
|
|||||
წერილობით
გადმოსცემს საკუთარ აზრს
|
|||||
წარადგენს
ჯგუფის მიერ შესრულებულ ნამუშევარს.
|
რეფლექსია
სასწავლო გაჩერებები დიფერენცირებული სწავლების ფორმაა და ჩემი მოსწავლეებისთვის არის ინოვაციური. მესამე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი დამღლელი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ გაკვეთილში დავგეგმე აქტივობები და არ ავიღე გაკვეთილების სერია. დროის მოგების მიზნით კლასი წინასწარ დავყავი ჯგუფებად, მოვაწყვე ოთახში მაგიდები ჯგუფური მუშაობისთვის და დავახვედრე სასწავლო რესურსები.გაკვეთილზე დროის მოგების შესაძლებლობა მომცა აგრეთვე რესურსების სწორად ორგანიზებამ და განლაგებამ.
მოსწავლეებს სამუშაო მაგიდებთან დახვდათ კონვერტები, რომელშიც იყო ჩაწერილი გაჩერების
თემატიკის შესაბამისი კითხვები და ასევე მაგიდაზე იდო ცარიელი ფურცელი და კალამი
რომელთა გამოყენებითაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პასუხები.
მუშაობის მსვლელობის დროს სისტემატიურად
ვაწარმოებდი მონიტორინგს თითოეულ გაჩერებებზე.პრეზენტაციის დრო გჯუფის წევრებმა
გადაინაწილეს კითხვა -პასუხები და გააკეთეს პრეზენტაცია. დანარჩენი ჯგუფების
ამოწმებდნენ თავიანთ ნაშრომს და განსხვავებული პასუხის შემთხვევაში მოსწავლეები
ასაბუთებდნენ საკუთარ მოსაზრებებს
მოსწავლეთა შეფასება გამიადვილა ჩანაწერების გაკეთებამ ჯფუფური მუშაობის დროს დაკვირვების პროცესში, ეს გეგმით გათვალისწინებული არ მქონდა, მაგრამ ჯგუფებზე დაკვირვებისთვის ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ.
დამსწრე კოლეგებისთვის მეთოდი ,,სასწავლო გაჩერებები“ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც აღნიშნეს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში და ამ მეთოდს თვითონაც გამოიყენებენ მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.
ნ. ელიზბარაშვილი.
24.04.2019.
Комментарии
Отправить комментарий