სამოდელო გაკვეთილის გეგმა მასწავლებელი : ნინო ელიზბარაშვილი ჩატარების ადგილი და თარიღი : სსიპ თბილისის 137 საჯარო სკოლა ,4 თებერვალი, 2019 წელი. სწავლების საფეხური / კლასი : დაწყებითი / მე -2 კლასი მოსწავლეთა პროფილი : 20 მოსწავლე . სსსმ მოსწავლე არა ა . თემა : მარტივი მათემატიკური მოქმედებები ინგლისური ენის გამოყენებით მიზანი : მოსწავლეებ მა ისწავლონ ინგლისური ტერმინების გამოყენებით მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ე . ი . დაუკავშირონ მათემატიკისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე მიღებული უნარ - ჩვევები ერთმანეთს . გაკვეთილის ტიპი : ინტეგრირებული გაკვეთილი ინტეგრირებული საგნები : ინგლისური ენა და მათემატიკა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უცხ . დაწყ .(I). 2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების , წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა ; ...